დღეს ხელოვნების სასახლეში ქართველი მსახიობის თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში მსახიობის ხელის ანაბეჭდის საზეიმოდ გაიხსნება, გარდა ამისა, გაიმართება დიმიტრი ღვთისიაშვილის საავტორო წიგნის ”სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე“ პრეზენტაცია, რომელიც ქართველი მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო და მნიშვნელოვან ეპიზოდებს ასახავს.

ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მსახიობს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლეს ჯილდოს ”ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს.

თენგიზ არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა. მან სხვადასხვა დროს შეასრულა მთავარი როლები ფილმებში: ”ხევისბერი გოჩა”, ”ხევსურული ბალადა“, ”მე ვხედავ მზეს“, ”დათა თუთაშხია“, ”ვედრება“, ”ჯვარცმული კუნძული“, ”დიდოსტატის მარჯვენა“, ”ანარეკლი“, ”წიგნი ფიცისა“ და სხვა.

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები