“დღეს ისინი ერთად დგანან, ეს პოლიტიკური მარაზმია…” – მდინარაძე გიგა ბოკერიასა და შალვა შავგულიძეზე საუბრობს

“დღეს ისინი ერთად დგანან, ეს პოლიტიკური მარაზმია…” – მდინარაძე გიგა ბოკერიასა და შალვა შავგულიძეზე საუბრობს

“სანდრო გირგვლიანის ადვოკატი შალვა შავგულიძე დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელი სისტემის მთავარი გმირებისა და შემოქმედების გვერდით რომ დგას, ეს პარადოქსია, რომელსაც მარტივ ახსნას ვერავინ ვერ მოუძებნის,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გიგა ბოკერიაა, რომელმაც გირგვლიანის მკვლელებისთვის მთელი რიგი ცვლილებები შეიტანა კანონმდებლობაში თავის სხვა პარტნიორებთან ერთად და სანდრო გირგვლიანის ადვოკატი შალვა შავგულიძე სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ერთად დგანან და იბრძვიან, ეს პოლიტიკური მარაზმია.

„საზოგადოება თავად ხედავს, რამდენად არანორმალური დამოკიდებულებაა და რამდენად ამორალურია ეს ყველაფერი პოლიტიკურად. რაც შეეხება აქციას, ეს ადამიანები სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ერთად რომ იდგნენ, ეს კიდევ მეტი პარადოქსია და არ შეიძლება, რაიმე სახის გამართლება მოვუძებნოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი ზაზა დავითაია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები