დღეს „იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილთან ინტერვიუ გავა

დღეს „იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილთან ინტერვიუ გავა

დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ გავა. გადაცემის ანონსი უკვე გავიდა ტელეკომპანიის ეთერში.

ინტერვიუ „იმედის ფაქტორში“ დღეს, 9 მარტს, 22:00 საათზე გავა. გადაცემის ანონსიდან ჩანს, რომ ინტერვიუსთან ერთად მაყურებელი მოისმენს მამუკა მდინარაძის, ზაზა შათრირიშვილის, ვიქტორ სანიკიძის, გური სულთანიშვილისა და სხვების მოსაზრებებს.

„როგორია უკანონოდ მოპოვებული და მრავალჯერ გადამონტაჟებული საუბრების რეალური შინაარსი? როდის დაიწყო ნაცმოძრაობამ მუქარის, ცილისწამებისა და შეურაცხყოფის კამპანია? და ვინ დგას ბულინგისა და ფსიქოლოგიური ტერორის უკან?“, – ამბობს წამყვანი გადაცემის ანონსში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები