“დღეს გენერალი განსაკუთრებით ამაყი იქნებოდა, როდესაც ნახავდა თავისუფლების მოედანზე ჩვენს ძლიერ ჯარს”

“დღეს გენერალი განსაკუთრებით ამაყი იქნებოდა, როდესაც ნახავდა თავისუფლების მოედანზე ჩვენს ძლიერ ჯარს”

დღეს ისტორიული დღეა. პატივს მივაგებთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს. მის სახელს უკავშირდება ჩვენი პირველი თავდაცვითი ჯარის, ასევე იუნკერთა სასწავლებლის დაარსება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ სამების ტაძარში განაცხადა, სადაც გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

კახა კუჭავამ გენერალ კვინიტაძის ოჯახს მადლობა გადაუხადა.

„დღეს გენერალი განსაკუთრებით ამაყი იქნებოდა, როდესაც ნახავდა თავისუფლების მოედანზე ჩვენს ძლიერ ჯარს, იმ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებმაც ფიცი დადეს, ემსახურონ საქართველოს, ჩვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. თავიანთი სიცოცხლის ფასად დაიცვან ის ღირებულებები, რომლებიც უმნიშვნელოვანესი თოთოეული ქართველისთვის და რომელსაც ცხოვრება შეწირეს ისეთმა გმირებმა, როგორიც არის გიორგი კვიტინაძე. ეს განსაკუთრებული, სიმბოლური დღეა, რადგან ზუსტად დამოუკიდებლობის დღეს გენერალმა აიხდინა თავისი ბოლო ოცნება და დაუბრუნდა დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, დავესწროთ მის მიბარებას იმ ადგილას, სადაც ბევრი მამულიშვილი, გამოჩენილი ქართველი, მისი თანაგუნდელი ჰპოვებს განტევებას. ძალიან ამაყი ვარ და ჩემთვის ძალიან ემოციურია, რომ დღეს მომეცა საშუალება სიტყვით გამოვსულიყავი ამ დღეს. მინდა მადლობა ვუთხრა გენერალ კვინიტაძის ოჯახს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გაიღო, რომ ეს დღე დამდგარიყო და გენერლსი ნეშტი დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნებულიყო“, – განაცხადა კუჭავამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები