დღეს, დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში რიგით მე-7 „თბილისიმარათონი“ გაიმართება

დღეს, დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში რიგით მე-7 „თბილისიმარათონი“ გაიმართება

დღეს, 30 სექტემბერს, რიგით მე-7 „თბილისიმარათონი“ გაიმართება. მარათონს ორგანიზებას კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი” უწევს. როგორც მარათონის ორგანიზატორები აცხადებენ, მარათონი სტარტს პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს.

„თბილისიმარათონის“ მარშრუტი კვლავაც ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს – სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ისტორიული ქუჩები. „თბილისიმარათონი“ 3 გარბენს მოიცავს: ნახევარმარათონს (21,097 კმ) – რეგისტრაციის საფასური – 20 ლარი; 10 კილომეტრიან გარბენს – რეგისტრაციის საფასური – 15 ლარი; ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე – 500მ და 11-15 წლამდე – 1,2კმ) –  რეგისტრაცია უფასოა.

„თბილისიმარათონი“ არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ემსახურება.

2015 წლიდან „თბილისმარათონი“ მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია, შესაბამისად ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, MYLAPS-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები