“დღეს ჩვენ პრემიერმინისტრთან ერთად დავათვალიერეთ ლუგარის ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა. კერძოდ, იკვლევენ კორონავირუსის გენომის შტამს”

“დღეს ჩვენ პრემიერმინისტრთან ერთად დავათვალიერეთ ლუგარის ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა. კერძოდ, იკვლევენ კორონავირუსის გენომის შტამს”

“დღეს ჩვენ პრემიერმინისტრთან ერთად დავათვალიერეთ ლუგარის ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა. კერძოდ, იკვლევენ კორონავირუსის გენომის შტამს”, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ლუგარის ლაბორატორიაში განაცხადა, სადაც დღეს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა, მისი მოწინავეობა აღნიშნულ დარგში.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ყველაზე აქტიურად არიან ჩართულნი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„შევხვდით ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს, რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან ჩართულები კორონავირუსის დაძლევასთან დაკავშირებით როგორც მისი აღმოჩენის კუთხით, ისე – დიაგნოსტიკის თვალსაზრისით”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები