დღეს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული ივანე გოლაშვილის შვილის, მარიამ გოლაშვილის დაბადების დღეა

დღეს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული ივანე გოლაშვილის შვილის, მარიამ გოლაშვილის დაბადების დღეა

დღეს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული ივანე გოლაშვილის შვილის, მარიამ გოლაშვილის დაბადების დღეა, – ამის შესახებ სუს-ის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“დღეს ჩვენი დაღუპული გმირი სპეცრაზმელის – ივანე გოლაშვილის ქალიშვილის, მარიამის დაბადების დღეა. ეს ლამაზი, ჭკვიანი და კეთილი გოგო 7 წლის გახდა!” – წერს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ქართველი სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები