დღეს, 16 ოქტომბერს, 11 საათზე მეტროსადგური უნივერსიტეტი ოფიციალურად გაიხსნა, მგზავრებს კი დღის მეორე ნახევრიდან უმასპინძლებს.
დღეს, 16 ოქტომბერს, 11 საათზე მეტროსადგური უნივერსიტეტი ოფიციალურად გაიხსნა, მგზავრებს კი დღის მეორე ნახევრიდან უმასპინძლებს.
მეტროსადგურის გახსნას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქარული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.
მეტროსადგური აგვისტოს თვიდან სატესტო რეჟიმში მუშაობდა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, მეტროსადგური 15-დან 20 სექტემბრამდე უნდა გახსნილიყო.
მეტროპოლიტენის სადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობა 21 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და 2015 წლის 28 ივლისიდან განახლდა.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია. ის ქალაქში რიგით 23-ე მეტროსადგური იქნება.
მეტროსადგურის გახსნას მთავრობის წევრებთან და პარლამენტის დეპუტატებთან ერთად თბილისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, კახა კალაძეც დაესწრო.
მსგავსი სიახლეები

ნოდარ კერესელიძე ევროპის საბჭოს გარემოს დაცვითი საკითხებისა და საფრთხეების ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ჯიანლუკა სილვესტრინის შეხვდა.

ბოლნისში ხელი მოეწერა სამმხრივ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანია RMG -ის, მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისსა” და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის.
