ერთი წლის თავზე MAN-ის 143-ვე ახალი ავტობუსი თბილისში ხაზებზე მოძრაობს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ,რომ ამით წარმატებით დაასრულა ავტოპარკის განახლების პროექტის პირველი ეტაპი.
დღეს, 15 სექტემბერს, ახალი ავტობუსები გავიდა #150 სამარშრუტო ხაზზე.
ახალი, ლურჯი ფერის გერმანული ავტობუსები დედაქალაქში 2016 წლის 6 ოქტომბრიდან გამოჩნდა. დღევანდელი მდგომარეობით, სატრანსპორტო კომპანიამ 11 სამარშრუტო ხაზზე, 12 თვის განმავლობაში, 143 ავტობუსი გაუშვა.
2017 წლის 31 მარტის მდგომარეობით, თბილისში 143-ვე ახალი ავტობუსი ჩამოსული იყო. ავტობუსების ხაზზე გაშვებასთან დაკავშირებით, დავით ნარმანიამ 2016 წლის 30 სექტემბერს განაცხადა, რომ “როგორც კი ჩამოვა ავტობუსები, მალევე შევლენ ხაზზე”.
“MAN-ის ტიპის ავტობუსებს სპეციალური ტექნიკური მომსახურება სჭირდება, რომელსაც, სრულად რომ დაიტვირთოს, ჩვენი ავტობაზები ვერ უზრუნველყოფს. ავტობაზის მშენებლობა გასული წლის ივნისში დაიწყო და წელს, დაახლოებით ივნისიდან სრულად მოემსახურება ყველა ავტობუსს,” .MAN-ის ავტობუსები მოძრაობენ #9, 14, 21, 24, 37, 39, 51, 61, 87, 88, 140 და უკვე 150 სამარშუტო ხაზებზე
მსგავსი სიახლეები

მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მომხრეა, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ ამნისტია გამოცხადდეს

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დამოუკიდებლობის დღისთვის გენერალური რეპეტიცია თავისუფლების მოედანზე გამართა
