დღეს, 15:00 საათზე ერგნეთში, არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის საკითხს განიხილავენ

დღეს, 15:00 საათზე ერგნეთში, არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის საკითხს განიხილავენ

დღეს, 15:00 საათზე ერგნეთში, არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, 3 საათზე, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა, სადაც განხილული იქნება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები“,- აცხადებენ სუს-ში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები