დღეის მდგომარეობით იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსის დიაგნოზით 63 პაციენტი წევს

დღეის მდგომარეობით იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსის დიაგნოზით 63 პაციენტი წევს

დღეის მდგომარეობით იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსის დიაგნოზით 63 პაციენტი წევს, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
მისი თქმით,როგორც კვირების, ასევე დღეების მიხედვით დინამიკა მიუთითებს, რომ გრიპის შემთხვევები კლებადია.
„დეკემბრის ბოლო (52 -ე) კვირა: ჯამური მომართვიანობა იაშვილში 483 პაციენტს შეადგენდა, იანვრის პირველ კვირაში ჯამური მომართვა 405 პაციენტი იყო. დღეის მდგომარეობით, იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსის დიაგნოზით 63 პაციენტი წევს. პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, არ შეცვლილა, დღესაც მკურნალობს სამი პაციენტი. ამ საპი პაციენტიდან ორს დაუდგინა გრიპის შემთხვევა გართულებული ფილტვების ანთებით, ერთ პაციენტთან გრიპი მიმდინარეობს ფილტვების ანთების გარეშე. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, წინა წლების გამოცდილებიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე შემთხვევების მატება თებერვალსა და მარტშია მოსალოდნელი.
“წინა წლების გამოცდილებიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით თებერვალსა და მარტში შემთხვევების მატებას“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები