დღეიდან, სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის, პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება.

დღეიდან, სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის, პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება.

დღეიდან, სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის, პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება.

თავდაპირველად რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლაში და დარეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში ან რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია.

რეგისტრაცია სულ სამ ეტაპად იყოფა. მომდევნო ეტაპი საყოველთაო რეგისტრაციას გულისხმობს, რომელიც 8 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.

მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, ორი ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. სკოლებში რეგისტრაციის ბოლო ეტაპი 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

დღესვე, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციაც იწყება. დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები