„დღეიდან სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით კანონში ცვლილება ამოქმედდა, რაც მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“-კახა კალაძე

„დღეიდან სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით კანონში ცვლილება ამოქმედდა, რაც მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“-კახა კალაძე

„დღეიდან სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით კანონში ცვლილება ამოქმედდა, რაც მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჯარიმები იმის გამო გაათმაგდა, რათა მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდეს და იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული.
“დღეს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმად, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ისევე, როგორც უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. დიდი იმედი მაქვს, ამ ცვლილებებით მივაღწევთ იმას, რომ მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული. იცით, რომ ჯარიმები გაათმაგდა, 3000-ლარიდან პირველ შემთხვევაში დარღვევისთვის კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო მეორე შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ყველაფერი გაკეთდა არა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია დავაჯარიმოთ, არამედ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ვნახავთ სტატისტიკას, ბოლო წლების, ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან მოიმატა სამშენებლო ობიექტებზე დაღუპული ადამიანების რიცხვმა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული.
იმედი მაქვს, რომ კანონში შეტანილი ამ ცვლილებებით შევძლებთ, კომპანია მოტივირებული იყოს, მაქსიმალურად დაიცვას მის ობიექტზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. ჩვენ ასევე ვაპირებთ ცვლილებას ამ სფეროში და ყველაფერი მენაშენეთა ასოციაციასთან ერთად იქნება გავლილი, რადგან სამშენებლო სექტორი არის ქალაქის განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები