დღეიდან, მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში მუშაობას შეუდგა.

დღეიდან, მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში მუშაობას შეუდგა.

დღეიდან, მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში მუშაობას შეუდგა. დღეს, მას პირველი სამუშაო დღე აქვს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი პრემიერი ადმინისტრაციაში სამოქალაქო შესასვლელით შევიდა.
პრემიერ-მინისტრმა უკვე მოაწერა ხელი მთავრობის წევრების დანიშვნას.
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა.
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგ წავიდა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება მცირე მთავრობის კონცეფცია.
სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხელახლა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობაში ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები