დღეიდან, დედაქალაქში “სითი პარკს” თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეცვლის, შესაბამისად პარკირებაზე პასუხისმგებელიც სწორედ ის იქნება.

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, მამუკა კობახიძის განცხადებით, სატრანსპორტო კომპანია პარკირებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არის.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ შეასრულოს თბილისის პარკირების სპეციალური სისტემის ადმინისტრირება როგორც ტექნიკური კუთხით, ასევე თანამშრომლების კუთხით.„სითი პარკის“ 102-მა თანამშრომელმა გამოხატა სურვილი, გადმოსულიყო სატრანსპორტო კომპანიაში.
ასევე ამუშავდება ცხელი ხაზის ნომერი, იქნება ინტერნეტ მისამართი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება შესვლა და მისთვის სასურველი ინფორმაციის მიღება“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, ჯარიმების ტარიფი არ შეიცვლება.
„ჯარიმის მატებას ან კლებას ადგილი არ ექნება. ყველანაირად მზად არის კომპანია, კონტროლიორ ინსპექტორებმა მიიღეს შესაბამისი აღჭურვილობა, გაიარეს შესაბამისი ტრენინგები და უკვე მზად არიან, მიაქციონ ყურადღება თბილისის პარკირებას“, – განაცხადა მამუკა კობახიძემ.
კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ დედაქალაქის მერმა მიმდინარე წლის 13 მარტს გამოაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კახა კალაძემ კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები