დღეიდან, 1-ელი თებერვლიდან საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილის ხელფასი იზრდება.
კერძოდ, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგის დანამატი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად 500 ლარისა, განისაზღვრება 700 ლარის ოდენობით, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის – ნაცვლად 700 ლარისა, განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით.
პედაგოგების შრომითი ანაზღაურების ზრდა განაპირობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანამ.
აღნიშნული ცვლილების ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.
ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საჯარო სკოლების დაფინანსება 2018 წლისთვის, საშუალოდ, თვეში 32.7 ათასი ლარით გაიზრდება.
„საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულების, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანების თანახმად, 2017-2018 სასწავლო წლის მე-2 სემესტრი იწყება მიმდინარე წლის 15 იანვრიდან, შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნული ბრძანების პროექტი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი თებერვლიდან.
ბრძანების პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ასიგნებების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბრძანების პროექტის ავტორი და წარმდგენია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის ტექსტში.
მსგავსი სიახლეები

“საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 17 აპრილს ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გააუქმა”

პრემიერ-მინისტრი, როგორც ადამიანი, მომწონს და როგორც თანამდებობის პირი რამდენად შეეფერება, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის

მაკა ჩიჩუა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციას დაესწრო და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
