დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილი ოჯახისთვის შეიძენს

დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილი ოჯახისთვის შეიძენს

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 401 დევნილი ოჯახისთვის, კრიტერიუმების შესაბამისად, სოფლად სახლის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახი თავად არჩევს სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის 3-თვიანი ვადა ეძლევათ. დაფინანსების თანხის ოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

ჯამში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სახელმწიფომ უკვე 4000-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა სახლი.

2019 წელს, საცხოვრებელი ფართი 2097 დევნილ ოჯახს გადაეცა:
► 1047 ბინა ახალაშენებულ კორპუსებში;
► 1050 სახლი „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში.

2013 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართი 21 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები