დევნილი ოჯახები ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდებიან

დევნილი ოჯახები ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდებიან

მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, კიდევ 6 დევნილი ოჯახი ახალ წელს საკუთარ ბინაში შეხვდება.

მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე არსებული ბინები სახელმწიფომ დევნილი ოჯახებისთვის, მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა  ბესარიონ სიმონიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა გადასცეს.

2019 წელს, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 2097-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო.

ეს პროცესი 2020  წელს კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. მომდევნო წელს, ახალი საცხოვრებელი 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს  გადაეცემა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები