დევიდ კრამერი: საკითხი ეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზების ძიებას, რაც არ ნიშნავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე მითითებას

დევიდ კრამერი: საკითხი ეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზების ძიებას, რაც არ ნიშნავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე მითითებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში რასმუსენის განცხადება შეაფასა.
მისი განმარტებით, მთავარი მიზანი არის ნატო-ს მოკავშირეების დარწმუნება, რომლებიც შესაძლოა, ღელავდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკაშირებული პრობლემების გამო საქართველოს გაწევრიანებაზე.
„საკითხი ეხება გზების ძიებას, თუ როგორ გაწევრიანდეს საქართველო ნატო-ში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალი რისკების ტარების გარეშე. არის ამის პრეცედენტები: კვიპროსი, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანია. იდეა იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველომ მიიღოს დაცვა, მაგრამ ასევე აღსანიშნავია სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებთან გამკლავება, რომლებიც რა თქმა უნდა, არის საქართველოს ტერიტორიები, რომელთა ოკუპაციასაც ახლა რუსეთი ახდენს. ამოცანა არის იმ დაბრკოლებების განეიტრალება, რომელიც ნატო-ში საქართველოს წევრობას ახლავს თან. მიზანი არის ნატო-ს მოკავშირეების დარწმუნება, რომლებიც შესაძლოა, ღელავდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკაშირებული პრობლემების გამო საქართველოს გაწევრიანებაზე. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე მითითებას“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.
ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატოშიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. „ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი, მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები