დეცენტრალიზაციის რეფორმის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფს ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს

დეცენტრალიზაციის რეფორმის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფს ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მთავრობის მიერ მომზადებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვის მიზნით საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს.
სამუშაო ჯგუფი კომიტეტების თავმჯდომარეებისა და საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლების მონაწილეობით დაკომპლექტდება.
მისი მიზანი იქნება განიხილოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი და მთავრობას წარუდგინოს პარლამენტის მოსაზრებები და რეკომენდაციები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები