დენის შმიგალი – საქართველო-უკრაინის ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა ახალ ნიშნულზე გავიდა, იმედი მაქვს, მის განვითარებას მოვახდენთ

დენის შმიგალი – საქართველო-უკრაინის ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა ახალ ნიშნულზე გავიდა, იმედი მაქვს, მის განვითარებას მოვახდენთ

ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა გავიდა ახალ ნიშნულზე და 2021 წლის  5 თვის განმავლობაში 32%-ით გაიზარდა, –  ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას მან გამოთქვა დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარების მიმართულებით.

„საქართველო და უკრაინა აგრძელებენ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულების განვითარებას. მუშაობის პირველი შედეგები იმედი მაქვს, იქნება განხილული უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს საინაუგურაციო სხდომის დროს, 2021 წლის ბოლოს.

ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა გავიდა ახალ ნიშნულზე და 2021 წლის  5 თვის განმავლობაში 32%-ით გაიზარდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვახდენთ ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში ქართულ-უკრაინული ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში, საექსპერტო მოლაპარაკებების შემდეგ, რომლის მესამე სხდომა თბილისში,   მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.

ბატონ პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს მე გამოვთქვი დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარების მიმართულებით. უნდა გამოვიყენოთ შავი ზღვის პორტებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლების, არსებული ინფრასტრუქტურის პოტენციალი. ასევე უნდა გამოვიყენო ყველა ძალისხმევა, იმისათვის რომ გავზარდოთ ტვირთების ნაკადი ორ ქვეყანას შორის და უზრუნველვყოთ გადაზიდვები მესამე ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით“, – განაცხადა დენის შმიგლმა.

შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ევროპულ კომისიასთან, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის და სხვა ქვეყნებს შორის საკონტეინერო-საფიდერო მიმოსვლის განვითარების ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით”, – განაცხადა დენის შმიგალმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები