“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის – ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არჩევნების შედეგები სტრასბურგში გასაჩივრდება.

“ვითხოვთ უბნების გადათვლას. ის, რომ ხელისუფლება არ ხსნის უბნებს, ეს ნიშნავს, რომ არის დარღვევები. ერთობლივად გავასაჩივრებთ ცესკოს ოქმს და გავასაჩივრებთ სტრასბურგში, რადგან მარტო დემოკრატიულ მოძრაობას 740 უბანზე გვაქვს შეტანილი საჩივარი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ლიდერთა საბჭო ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა. ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

22 ოქტომბერს ლიდერთა საბჭოს წევრებმა არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები