“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს მასშტაბით, არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ხელისუფლებას საარჩევნო უბნების გახსნისკენ მოუწოდებს.

ბურჯანაძის თქმით, მთაწმინდის საარჩევნო უბანზე მომხდარი შემთხვევა გაყალბებას ადასტურებს, პარტიას მხარი 15-მა ადამიანმა დაუჭირა, თუმცა, ოქმის მიხედვით, მათ კანდიდატს და პარტიას გრაფაში ნული ხმა ჩაუწერეს.

“ვის იგდებთ მასხრად? შეიძლება საზოგადოება მასხრად აიგდო? შეიძლება ქვეყანა მასხრად აიგდო და გაყალბებული, მანიპულირებული, 120 ათასი მოსყიდული კოორდინატორით ჩატარებული არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად გამოაცხადო?არ გაგივათ ბატონებო, ეს არჩევნები თქვენ უკვე თავზე დაგემხოთ“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციური პარტიების ბლოკის „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა #13-ე უბნის შედეგების დალუქვა მოითხოვეს. კომისიის თავმჯდომარემ მათ მოთხოვნაზე თანხმობა განაცხადა, რის შემდეგაც პოლიციამ ბიულეტენები სასამართლოს გამართვამდე დალუქა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები