დემოკრატიის გადმოსახედიდან ეს იყო საკმაოდ წარმატებული ორი დღე -ირაკლი კობახიძე

დემოკრატიის გადმოსახედიდან ეს იყო საკმაოდ წარმატებული ორი დღე -ირაკლი კობახიძე

მიუხედავად სამწუხარო ინციდენტებისა, ეს იყო დემოკრატიის გადმოსახედიდან საკმაოდ წარმატებული ორი დღე”,- ასე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ორდღიანი პროცესი.

მისი თქმით, ამ ორმა დღემ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის.

“ზუსტად ასეთი პროცესებით საზრდოობს საპარლამენტო დემოკრატია და ზოგადად, დემოკრატია ყველა განვითარებულ ქვეყანაში. გილოცავთ ამ წარმატებულ ორ დღეს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები