დემოკრატები არჩევნების მოპარვას და გაყალბებას ცდილობენ, განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

დემოკრატები არჩევნების მოპარვას და გაყალბებას ცდილობენ, განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

დემოკრატები არჩევნების მოპარვას და გაყალბებას ცდილობენ, განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ბევრ შტატში დამკვირვებლებს საშუალებას არ აძლევენ, ხმების დათვლას მიადევნონ თვალი და მოსალოდნელია უამრავი სასამართლო პროცესი, შესაძლოა, დავამ უზენაეს სასამართლოშიც გადაინაცვლოს. ტრამპს იმედი აქვს, რომ კანონიერი გზით მიცემული ხმების დათვლის შემთხვევაში მარტივად გაიმარჯვებს.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე დღეს კვლავ უცნობია, თუ ვინ გაიმარჯვა არჩევნებში და ვინ შევა თეთრ სახლში. შტატებში ისევ გრძელდება ხმის დათვლა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება ეს პროცესი. განახლებული პროგნოზით, რომესაც „ფოქს ნიუსი“ აქვეყნებს, ბაიდენს კვლავ 264 საარჩევნო კოლეგიის ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 214.

ჯო ბაიდენს დამატებით 6 დელეგატის ხმა სჭირდება იმისთვის, რომ მოიგოს, ამიტომ ახლა ყველაზე დიდი ყურადღება დელავერის შტატისკენაა მიმართული, რომლის ხმების 80% დათვლილია და აქ სწორედ ჯო ბაიდენი ლიდერობს. ამ შტატის მოგების შემთხვევაში, ქვეყნის პრეზიდენტი დემოკრატი ბაიდენი ხდება.

არიზონას შტატში დონალდ ტრამპმა დამატებით 42 000 ხმა მიიღო და ჯო ბაიდენთან სხვაობა შეამცირა, ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელების კანდიდატი ჯო ბაიდენს მხოლოდ 46 ათასი ხმით ჩამორჩება. დასათვლელია 200 000 ბიულეტენი.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები