დემირელის სახელობის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერება პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა” – თამარ სანიკიძე

დემირელის სახელობის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერება პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა” – თამარ სანიკიძე

დემირელის სახელობის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერება „პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა“. ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა,  თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს დემირელის სკოლის მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.  მისი თქმით,  ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეებისთვის განათლების აღიარება სკოლაში კონვეიერული წესით ხდებოდა.

“როდესაც ავტორიზაციის საბჭომ იქ არსებულ დარღვევებზე სკოლის დირექციას ჰკითხა,  იზიარებდა თუ არა პასუხისმგებლობას გადაცდომებზე, სკოლის დირექტორმა დამფუძნებლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ისინი უხეშად ერეოდნენ სკოლის საქმიანობაში და დირექტორს აიძულებდნენ,ხელი მოეწერა გაყალბებულ დოკუმენტაციაზე, რაც ემსახურებოდა ძალიან ბევრი მოსწავლისათვის განათლების აღიარებას. წარმოიდგინეთ, მე-12 კლასელი, რომელსაც შეუდგენენ სასწავლო გეგმას და ამ გეგმის შედგენა და მასალის დაძლევა, ერთ დღეს  ხდება. ეს არის კატასტროფა”, – განაცხადა სანიკიძემ.

 

მისი  თქმით, სკოლის სასწავლო პროგრამაში  შედის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებიც, რომელიც თურქულენოვანმა მოსწავლემ უნდა ჩააბაროს, გამოვლენილია საგანმანათლებლო სტანდარტების დარღვევები, პრობლემები არსებობდა ინფრასტრუქტურის კუთხითაც, სკოლის ქონებას ყადაღა ჰქონდა დადებული და ქართველი მასწავლებლების ნაცვლად, ძალიან ბევრი თურქი მასწავლებელი იყო გაფორმებული.

„დემირელის სკოლასთან დაკავშირებით ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნა მათი ცენტრის ვებგვერდზე ხვალ გამოქვეყნდება“- აღნიშნა სანიკიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები