“დელტა შტამმა ძველი გადატანილი კოვიდის მიმართ რისკი 1.5-ჯერ გაზარდა”

“დელტა შტამმა ძველი გადატანილი კოვიდის მიმართ რისკი 1.5-ჯერ გაზარდა”

დელტა შტამმა ძველი გადატანილი კოვიდის მიმართ რისკი 1.5-ჯერ გაზარდა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” აცხადებს.

“ბევრი ადამიანი, იგივე კოლეგები თავს იკავებენ და ამბობენ, რომ მე გადავიტანე, მაქვს ანტისხეულების ტიტრი, ამას ვაკონტროლებ მუდმივად და ამიტომ ვაქცინას არ ვიკეთებო. ეს არასწორი მიდგომაა. რეინფიცირების რისკი ახალმა – დელტაშტამმა ძველი გადატანილის მიმართ 1.5-ჯერ გაზარდა. ამიტომ, რეკომენდაციაა, რომ ინფექციის გადატანიდან 30 დღეში ნებისმიერი ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. ამიტომ სხვა ხელშემშლელი ფაქტორი თუ არ არის, გადაიტანე ვაქცინაცია? – გადაითვალე 30 დღე და შეგეძლებათ ვაქცინაციის გაკეთება”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები