დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს მეოფე იაკობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს მეოფე იაკობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს მეოფე იაკობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. რამიშვილი ეპისკოპოსს ცილისწამებლური განცხადებებისთვის უჩივის. დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველი მეუფისგან საჯარო ბოდიშს და კონპენსაციას მოითხოვს.

“იქნება სამოქალაქო სარჩელი შეტანილი ე.წ მეუფე იაკობის წინააღმდეგ, რომელმაც ცილისწამებლური განცხადება გააკეთა ჩემი მისამართით. მოუწევს მას ამ ყველაფრის უარყოფა და გარკვეული მორალური ზიანის ანაზღაურება” – განაცხადა რამიშვილმა.

რამიშვილი სარჩელის შეტანის შემდეგ დაკავებულ სასულიერო პირსაც მოინახულებს. მათი შეხვედრის თემა ციანიდის საქმის განაჩენის აპელაცია იქნება.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის მიერ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში განხორცილებულ ზარს, როდესაც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა სანდრო გვირგვლიანის საქმე გაიხსენა და მიხეილ რამიშვილს მაბეზღარა უწოდა. მისი მტკიცებით, რამიშვილი რეალურად არ იცავდა გვირგვლიანის ოჯახს და ის საქმეში ე.წ შეგაზავნილი ადვოკატი იყო.

 

 

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები