დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 60 მილიონამდე ლარით გაიზრდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და თბილისის მერ კახა კალაძის შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა.

დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 60 მილიონამდე ლარით გაიზრდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და თბილისის მერ კახა კალაძის შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა.

დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 60 მილიონამდე ლარით გაიზრდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და თბილისის მერ კახა კალაძის შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა.
შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, სადაც დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
მხარეებს შორის აღინიშნა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირებაზე მუშაობა გრძელდება და მასში თბილისისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებები და ის პროექტები აისახება, რომლებიც დედაქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია.
კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრსა და ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა, რადგან დაახლოებით, 60 მლნ ლარი დამატებით სწორედ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოიყოფა და დედაქალაქის განვითარებას მოხმარდება.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას და ფინანსთა სამინისტროს თანადგომისთვის, რადგან 2018 წლის ბიუჯეტი განსახორციელებელი პროექტებისთვის დაახლოებით, 60 მილიონით გაიზრდება, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნული თანხები კონკრეტულ პროექტებზე იქნება მიმართული. ეს არის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის განსხვავებული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იქნება, რადგან იმ პროექტების განხორციელებას ვიწყებთ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო წარმოდგენილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წლისთვის ქალაქის მერიას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განსახორციელებელი.
„საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აღნიშნული პროექტები შეისწავლა და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი დაახლოებით, 60 მლნ ლარით გაიზარდოს. თანხები მიზნობრივად მიიმართება და მათი ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის, მოძრავი შემადგენლობის გარემონტებას მოხმარდება. ამასთან, განსაზღვრულია დამატებითი თანხები თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უახლოეს დღეებში, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობა დასრულდება, რომელშიც შესაბამისი ცვლილებები აისახება და დოკუმენტი საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები