დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, აფგან მუხთარლის განცხადებებს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს და პოლიტიკური სარჩულიც აქვს.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, აფგან მუხთარლის განცხადებებს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს და პოლიტიკური სარჩულიც აქვს.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, აფგან მუხთარლის განცხადებებს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს და პოლიტიკური სარჩულიც აქვს.
როგორც კალაძე აცხადებს, მუხთარლის მხრიდან წამოსული ბრალდებები აბსოლუტურად გაუგებარი და დაუსაბუთებელია.
რაც შეეხება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, დედაქალაქის მერის თქმით, გამოძიება ერთი საკითხია და ის ბრალდებები, რომელიც გაისმა, მეორე საკითხი.
„გამოძიებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიჟღერებია ჩვენი პოზიცია და დღესაც იგივე პოზიციაზე ვართ. მესმის, რომ ოპოზიციას უნდა ამ საკითხზე ქულები ჩაიწეროს და ამით სპეკულირებს, მაგრამ ბრალდებები, რომელიც გაისმა, აბსოლუტურად არაარგუმენტირებულია, რაც ჩემთვის გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რატომ უნდა ყოფილიყო ასეთი განცხადებები მუხთარლის მხრიდან“, – აღნიშნავს კახა კალაძე.
კახა კალაძის თქმით, ქართული მხარის წარმომადგენლებს მუხთარლის დაკითხვის საშუალება არ ეძლევათ, რაც გამოძიებას აჭიანურებს.
„დაკითხვის საშუალება არ ეძლევათ ჩვენს წარმომადგენლებს აზერბაიჯანში და ეს აჭიანურებს ამ საქმეს. ჩვენი მხრიდან, საგამოძიებო კუთხით რა ნაბიჯებიც იყო გადასადგმელი, ეს ნაბიჯები გადადგმულია. ვიხილეთ შსს-ს შუალედური დასკვნა და ამ პროცესზე, ბუნებრივია, ვაგრძელებთ დაკვირვებას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ საქართველოდან მის გატაცებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკისრება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები