დედაქალაქის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო,

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო,

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს.

ქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობასა და ყვავილების ბაზრობის მოვაჭრეებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა და მათი მოსაზრებები მოისმინა. სარეაბილიტაციო არეალი ათონელის, ვირსალაძის, ფხოვის, ხაზინის, ხიდის, ფურცელაძისა და თაბუკაშვილის ქუჩებს მოიცავს, სადაც საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები ახალი სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემის მოწყობას, კანალიზაციისა და წყლის, ასევე, ბუნებრივი აირის და ელექტრომომარაგების ქსელის განახლებასა და მოწესრიგებას გულისხმობს. ვირსალაძის, ხიდის, ათონელის, მტკვრის და ხაზინის ქუჩებზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ზოგიერთ ნაწილში სამანქანო გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო თაბუკაშვილის ქუჩაზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ჯამური ღირებულება 9.5 მლნ ლარია, დასრულების ვადად მიმდინარე წლის დეკემბერია განსაზღვრული.

საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ, შემდეგი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები დაიწყება, რაც შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობას გულისხმობს. გრიგოლ ორბელიანის მოედნის და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები