დედაქალაქის იმ მაცხოვრებლებს, რომლებსაც რამდენიმე დღის წინ მოსული უხვი ნალექის გამო პრობლემები შეექმნათ, მერია დახმარებას გაუწევს.

აღნიშნული დავალება თბილისის მერმა კახა კალაძემ გამგებლებს მისცა.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მთელი ღამის განმავლობაში თითოეული თქვენგანი, თითოეული ჩვენი თანამშრომელი გამოსული იყო და ყველაფერს აკეთებდა, რათა პრობლემები რაც შეიძლება დროულად და სწრაფად აღმოფხვრილიყო. მინდა, დაგავალოთ გამგებლებს, რომ თუ არის კიდევ დარჩენილი პრობლემური საკითხები, თუ არის ისეთი ოჯახები, ვისაც აქვს ამ მიმართულებით პრობლემა, დაეხმაროთ და გვერდში დაუდგეთ ამ ადამიანებს, რათა ყველაფერი გააკეთოთ და დროულად მოაწესრიგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები