“დედ-მამას რომ დაგიჭერენ და ამ ძალასთან შემდეგ კოალიციაში შედიხარ, არ ვიცი, რა სინდრომია”

“დედ-მამას რომ დაგიჭერენ და ამ ძალასთან შემდეგ კოალიციაში შედიხარ, არ ვიცი, რა სინდრომია”

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის ოპოზიციის კოალიციაში გაერთიანებას გამოეხმაურა.

„დედ-მამას რომ დაგიჭერენ, ქონებას წაგართმევენ და ამ ბოროტების შემდეგ მთელი ცხოვრება ამ მოძალადე პარტიის ხაზზე ზიხარ, ბოლოს შენს ოჯახზე მოძალადეებთან კოალიციაში შედიხარ და ერთ-ერთ სახესთან ქუთაისში მოადგილის თანამდებობას დათანხმდები, არ ვიცი, რა სინდრომია და ღირებულებათა სკალაზე სად იმყოფება“, – წერს სალუქვაძე Facebook-ზე.

25 ოქტომბერს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ქუთაისში ჩრდილოვანი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები