დე​კანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობის დროებით შეწყვეტა გადაწყვიტა

დე​კანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობის დროებით შეწყვეტა გადაწყვიტა

დე​კანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობის დროებით შეწყვეტა გადაწყვიტა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამგანუცხადა.

ლომჯარიამ დეკანოზი ციხის საავადმყოფოში მოინახულა და აღნიშნა, რომ მას ეფექტური სამედიცინო დახმარება სჭირდება.

„ჩემი თხოვნის შედეგად დეკანოზმა დამიდასტურა, რომ წყვეტს შიმშილობას დროებით. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ, რომლის დეტალებსაც ახლა არ ვიტყვი. ძალიან მაშფოთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამბობს, რომ მისი პატიმრობის პირობებში ვერ ხერხდება ადეკვატური მკურნალობის გაწევა. საუბარია სასჯელის გადავადებაზეც, რაც მისცემს მას საშუალებას, მიიღოს ეფექტური მკურნალობა, ეს მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიასაც, რაც ვერ მოხერხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ექიმი ადასტურებს იმ ფაქტს,  რომ არის პარალიზებული“ ,- განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი დეკანოზის დახმარების ზომებზე იმსჯელებს.

„ციანიდის საქმეზე“ დაკავებულმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა 6 იანვარს დაიწყო, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საშობაოდ დეკანოზი  არ შეიწყალა.

გიორგი მამალაძე ანგარებით მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. იმავე წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით მკვლელობის ბრალდება მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე დეკანოზის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

29 ნოემბერს განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლითაც პრეზიდენტი სხვადასხვა კატეგორიის დამნაშავეს შეიწყალებს. პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა. ამას წინ უძღოდა რამდენიმე სკანდალური შეწყალება. 2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები