დაზარალებულებს საქართველოში სტუმრობა შევთავაზეთ და ისინიც დაგვთანხმდნენ-დიმიტრი ქუმსიშვილი

დაზარალებულებს საქართველოში სტუმრობა შევთავაზეთ და ისინიც დაგვთანხმდნენ-დიმიტრი ქუმსიშვილი

“საავადმყოფოში მონახულებისას, ჩვენ დღეს დაზარალებულებს საქართველოში სტუმრობა შევთავაზეთ და ისინიც დაგვთანხმდნენ, რომ აუცილებლად ესტუმრებიან საქართველოს და რა თქმა უნდა, გაატარებენ კარგ დროს ჩვენს ქვეყანაში, როგორც სასრიალოდ, ისე სხვა მიმართულებით”, -განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში დაშავებულების მონახულებისას, რომლებიც მკურნალობას თბილისის ღუდუშაურის კლინიკაში გადიან.
„ერთი დაზარალებული დღეს დილით ადრე გაეწერა და გვთხოვა, დილიდანვე აგვეყვანა გუდაურში, რათა სასრიალოდ დღე არ დაეკარგა. შესაბამისად, ის უკვე გუდაურშია და სრიალებს”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გუდაურში, იმ ერთი, დაზიანებული საბაგიროს გარდა, ყველა დანარჩენი საბაგირო მუშაობას აგრძელებს.
“ადამიანები სრიალებენ და უნდათ, გააგრძელონ თავიანთი დასვენება”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები