დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ კნირშს, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლასს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილეს ბენჯამინ ლაკოკს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თემატიკა, მათ შორის ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისა და კოორდინაციის აუცილებლობას და გამოიხატა მადლიერება პარტნიორების მხრიდან საქართველოსათვის აღმოჩენილი დახმარების გამო. აღინიშნა, რომ პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული პოზიტიური ვითარების გათვალისწინებით, ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება საქართველოს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის, მოქალაქეთა მიმოსვლის აღდგენის თაობაზე საგნობრივი საუბარი საზღვრების გახსნის კონკრეტული ვადების განსაზღვრის მიზნით.

საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები