დავით ზალკალიანი: ჩვენ აშშ-ში ვიზიტისას პარტნიორებს მივეცით გარანტიები, რომ 2020 წლის არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდება

დავით ზალკალიანი: ჩვენ აშშ-ში ვიზიტისას პარტნიორებს მივეცით გარანტიები, რომ 2020 წლის არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდება

„ჩვენ აშშ-ში ვიზიტისას პარტნიორებს მივეცით გარანტიები, რომ 2020 წლის არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდება. მათი მხრიდან არ არ არის ცალსახა მიდგომა, რომ აუცილებლად არჩევნების პროპორციული სისტემა უნდა შემოვიღოთ“, – განაცხადა „იმედის“ „დღის ქრონიკასთან“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მან გადაცემაში აშშ-ში ვიზიტის შედეგები  შეაჯამა.

„ასევე არის სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, მათ შორის ეუთოს და ოდირის, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი და ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც გვეუბნებიან რომ ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა, რომელ საარჩევნო სისტემას ავირჩევთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტისას პარტნიორებმა ცალსახად განაცხადეს, რომ ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც ამ პროცესში არიან შესული მოხდეს შეთანხმება. „ეს არის მათი მთავარი გზავნილი. ვითარება არ უნდა იყოს განსაზღვრული და მიმდინარეობას არ უნდა კარნახობდეს ქუჩიდან მართული პროცესები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სცდებოდა კონსტიტუციურ და ლეგალურ ფარგლებს. ამიტომ მისასალმებელია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს დიალოგის ფორმატით. აშშ-ში მიესალმნენ, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემაზე დიალოგი გახსნა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები