დავით უთმელიძე დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე საუბრისას აცხადებს, რომ ცოტა ხანში თბილისელებს მწვანე და მედეგი ქალაქის კონცეფცია ექნებათ.

დავით უთმელიძე დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე საუბრისას აცხადებს, რომ ცოტა ხანში თბილისელებს მწვანე და მედეგი ქალაქის კონცეფცია ექნებათ.

თბილისის საკრებულოს წევრი დავით უთმელიძე დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე საუბრისას აცხადებს, რომ ცოტა ხანში თბილისელებს მწვანე და მედეგი ქალაქის კონცეფცია ექნებათ.
საკრებულოს წევრის თქმით, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულებულია და დოკუმენტი საკრებულოში შემდგომი განხილვის დღეს გადაიგზავნება.
„ქალაქს მალე დამტკიცებული გენერალური გეგმა, განაშენიანების სტრატეგია და რეგულაციები ექნება. დოკუმენტის საბოლოო დამტკიცებამდე საკრებულოში განხილვები და საჯარო მოსმენები გაიმართება, სადაც სამოქალაქო სექტორს გენგეგმას და მასში შემავალ სტრატეგიებსა და ზონალური დაყოფის პრინციპებს კიდევ ერთხელ გააცნობენ“, – აცხადებს დავით უთმელიძე და აღნიშნავს, რომ ის ხარვეზები, რომლებიც თბილისის მერიას ჰქონდა, ერთობლივი მუშაობის შედეგად, აღმოფხვრილია.
„ჩვენ, მწვანე და მედეგი ქალაქის კონცეფცია გვექნება, რომელიც როგორც ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებისთვის ისე დაინტერესებული ბიზნესსექტორისთვის სასიკეთო იქნება“,- აცხადებს დავით უთმელიძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები