დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობამ“ ხორავას ქუჩის საქმეზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც პარტია მხარდაჭერას უცხადებს ერთ-ერთი მოკლულის, დავით სარალიძის მამას და ამ საქმეზე თავის პოზიციას გამარტავს.
„შენების მოძრაობის სრული და უპირობო მხარდაჭერა აქვს:
ზაზა სარალიძის მოთხოვნას ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის გამოვლენისა და სამართლიანი სასამართლოს მიერ დასჯის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომელ აქციაზე, რა ფორმით და რა საკითხებთან ერთად იქნება ეს მოთხოვნა დასმული;
ძალადობის და სახელმწიფოს მხრიდან დაუცველობის ყველა მსხვერპლს, მიუხედავად ძალადობის ჩადენის წლებისა, მოძალადეთა და მათ მფარველთა ვინაობისა;
სიმართლისა და სამართლიანობისთვის საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიური სამოქალაქო ცხოვრების ასპარეზზე ესოდენ მნიშვნელოვანი ღირებულებების დასაცავად გამოდიან.
შენების მოძრაობის მხარდაჭერა არ აქვს:
ოცნების ხელისუფლებას, რომელმაც, 2014 წლიდან მოყოლებული, უარი თქვა ძირითად დაპირებებზე, ნაციონალური მოძრაობის დანატოვარი სისტემის შენარჩუნებით ცდილობს მმართველობას და ქვეყანა პოლიტიკურ-ინსტიტუციურ კრიზისში შეიყვანა;
მანკიერი საძალაუფლებო სისტემის შემქმნელ და ნებისმიერ ფასად რევანშის აღების სურვილით შეპყრობილ ყოფილ პრეზიდენტს და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალებს:
სხვადასხვა აქციებისა და კონტრ-აქციების იმ აქტივისტებს, ვინც თავად სჩადიან იმას, რასაც ვითომ გმობენ – საზოგადოებას ყოფენ მტრებად და მამულიშვილებად, ამკვიდრებენ სიძულვილს და შეუწყნარებლობას“ – წერია განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, მოძრაობა მზადაა, ითანამშრომლოს მათთან, „ვინც აქტიურად მონაწილეობს სამოქალაქო-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვინც 2003 წლის ცვლილებების იდეალებისადმი ერთგულების გამო გაემიჯნა პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ლიდერებმა ამ იდეალების საწინააღმდეგოდ აამოქმედეს; ვინც 2012 წლის ცვლილებების იდეალებისადმი ერთგულების გამო გაემიჯნა ან ემიჯნება პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ლიდერებმა ამ იდეალების საწინააღმდეგოდ აამოქმედეს“.
შენების მოძრაობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში გეგმავს, ხელი შეუწყოს მთავარ პროკურორად ფართო საზოგადოებრივი ნდობის მქონე პრინციპული პროფესიონალის დანიშვნას.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. ბრალდება და დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
წყარო:imedinews.ge
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მესამე კონგრესი გახსნა და საერთაშორისო კონგრესის დელეგატებს სიტყვით მიმართა.

“რეზოლუციის ამბავს გამოვეთიშეთ, ისე დავაფიქსირებთ ჩვენს მხარდამჭერ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით”

გერმანიის ელჩი – მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ბანკებს შეეძლოთ ფუნქციონირება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონტროლდებოდეს ბანკები

“გორი და თბილისის ტრასა რომ დარჩენოდათ მარტო, იტყოდნენ, აი, შევქმენით ქართული იმპერია ნიკოფსიიდან დარუბანდამდეო!”
