დავით სერგეენკოს განცხადებით, სალომე სამადაშვილის მიმართ ბულინგი ხორციელდება

დავით სერგეენკოს განცხადებით, სალომე სამადაშვილის მიმართ ბულინგი ხორციელდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს შეფასებით, სალომე სამადაშვილის მიმართ ბულინგი ხორციელდება.

„სამწუხაროდ, პოლიტიკური ბულინგის ტენდენცია მზარდია. ალბათ, ამას სისტემური გადაწყვეტა სჭირდება. პოლიტიკოსი თავის გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი უნდა იყოს და მას სუფთა სინდისი უნდა ჰქონდეს თავისი ქვეყნის წინაშე. როცა ასეთი ბულინგის მოლოდინი აქვს, პოლიტიკოსი თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალი ვერ იქნება. ჩემთვის მიუღებელია ასეთი მიდგომა, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ეს“, – განუცხადა სერგეენკომ საქართველოს პირველ არხს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები