დავით სერგეენკო: ვწუხვარ, სანამ მინისტრად ვმსახურობდი, ვერ მოვახერხე ინფექციურ საავადმყოფოში პრობლემის მოგვარება

დავით სერგეენკო: ვწუხვარ, სანამ მინისტრად ვმსახურობდი, ვერ მოვახერხე ინფექციურ საავადმყოფოში პრობლემის მოგვარება

ადამიანურად ძალიან ვწუხვარ, ამ წლების განმავლობაში, სანამ მინისტრად ვმსახურობდი ვერ მოვახერხე პრობლემის მოგვარება, რადგანაც ძალიან სპეციფიკურია მოთხოვნები ინფექციური საავადმყოფოსთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

“ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ეს ჩემი ბრალიც არის, ამ წლების განმავლობაში, სანამ მინისტრად ვმსახურობდი ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება, მართლა მძიმე ტვირთად მაწევს, შეიძლება ყველაზე დიდი ტვირთი მინისტრობიდან, სწორედ ეს იყოს. ჩვენ რამდენიმე მცდელობა გვქონდა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ამის გაკეთება. 2013-2014 წლების განმავლობაში იყო მცდელობა, რომ მოლაპარაკება ყოფილიყო იურიდიულ დონეზე იმ კონტრაქტით რაც არის გაფორმებული მეპატრონეს და სახელმწიფოს შორის, ვერ შევთანხმდით ამ დეტალებზე. ამის შემდეგ გვქონდა მცდელობა, რომ ფართი მოგვეძებნა, სადაც იჯარით სახელმწიფო იქირავებდა და გადავიყვანდით დაწესებულებას, სამწუხაროდ, ესეც ვერ მოხერხდა, რადგანაც ძალიან სპეციფიკურია მოთხოვნები ინფექციური საავადმყოფოსთვის. შემდეგი იყო, რომ გამოყოფილიყო მიწის ნაკვეთი, დავიწყეთ პროექტირება, მაგრამ სამწუხაროდ ესეც ვერ მივიყვანეთ ბოლომდე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე გამზადებულია ინფრასტრუქტურა დიღმის კლასტერში, რომელიც საჭიროებს რამდენიმე თვიან გადაკეთებას იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, მთლიანად ექიმები, პაციენტები გადავლენ. ამის შესახებ ორი თვის წინ გავიგე და ერთი წელი სჭირდებოდა. ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, ტვირთად მაწევს, რომ ეს თემა აქამდე ვერ მოგვარდა”, – განაცხადა სერგეენკომ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები