დავით სერგეენკო, თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების მიზეზად, ჩუტყვავილას ასახელებს.

დავით სერგეენკო, თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების მიზეზად, ჩუტყვავილას ასახელებს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების მიზეზად, ჩუტყვავილას ასახელებს.
მისი განცხადებით, ეს იყო იშვიათი, მაგრამ ჩუტყვავილის რთული ფორმა.
დავით სერგეენკომ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს.
“პირველ რიგში, მინდა ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. რაც შეეხება დაცვის ღონისძიებებს, ამ დაწესებულებაში ჩატარებული არ იყო შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე დღეში მოკვლევა დამთავრდება და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა, ანუ სისხლმდენი ჩუტყვავილა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, ჩუტყვავილას აქვს თავისი მერყეობა წლების განმავლობაში, თუმცა რაიმე გამოკვეთილი სიტუაცია, რომ წელს
ნიშვნელოვნად მომატებულია, ასე ნამდვილად არაა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელი ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები