დავით სერგეენკო: მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც მოსახლეობა 1 ლარად ყიდულობდა, იზრდება

დავით სერგეენკო: მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც მოსახლეობა 1 ლარად ყიდულობდა, იზრდება

“სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მედიკამენტების მიწოდებამ, ცალსახად დაგვანახა ერთი მხრივ, საჭიროება ამ პროგრამის გაფართოების, ხოლო მეორე მხრივ, იმ რესურსის არსებობა, რომელიც არის როგორც ფასდაკლების მხრივ, ასევე კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის განმტკიცების მხრივ. დღევანდელ შეხვედრაზე გავცვალეთ მოსაზრებები და ნამდვილად მჯერა, რომ ამ მხრივ შედეგები გექნება ძალიან მალე”, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ მედიკამენტების ჩამონათვალი იზრდება, რომელსაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად, ან შეღავათიან ფასში მიიღებს. ამასთან, სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ისევ უნდა შეეძლოს ჩამოთვლილი მედიკამენტები 1 ლარად შეიძინოს, თუმცა უკვე არამხოლოდ 23 დასახელების, არამედ, _ თითქმის 2-ჯერ მეტი მედიკამენტი.
“რაც შეეხება ასაკით პენსიონრებს, მათ უნდა შეძლონ მინიმუმ დღევანდელი საბაზრო ფასის ნახევრად შეძენა მედიკამენტების ამ 40-45 ჩამონათვალის”, – განაცხადა სერგეენკომ.
დავით სერგეენკოს განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეთანხმდა, რომ 2 კვირის შემდეგ კვლავ გაიმართება შეხვედრა და მოხდება ამ კუთხით მონახაზების გაცვლა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები