დავით სერგეენკო: კონკრეტული შემთხვევები მცირდება, თუმცა, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, დაავადებები მძიმედ მიმდინარეობს

დავით სერგეენკო: კონკრეტული შემთხვევები მცირდება, თუმცა, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, დაავადებები მძიმედ მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, H1N1 გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა მცირდება. თუმცა, როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისეთ შემთხვევებში, სადაც გრიპი განვითარდა, დაავადებები მძიმედ მიმდინარეობს.
„დღევანდელი მდგომარეობით დინამიკა ასეთია – დაავადების რაოდენობები მცირდება, რაც ცალსახად პოზიტიურია, თუმცა ისეთ შემთხვევებში, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, დაავადებები მძიმედ მიმდინარეობს. ჰოსპიტალიზების რაოდენობა 616-დან გაიზარდა 845-მდე და თუკი გუშინ 39 პაციენტი იყო რეანიმაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მაჩვენებლებით ეს რიცხვი 44-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება. დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალების შემთხვევა არის 13, თითოეული მათგანი დიდი ტრაგედიაა და მე არასწორად მიმაჩნია, რომ თითოეულის ჭრილში ვისაუბროთ, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ზოგადად, ეს არის ერთის მხრივ თანმდევი დაავადებები და მეორეს მხრივ, ის გარდაუვალი გართულებების პროცენტი, რაც არის 0,3%, რაც გრიპის წილად მოდის მთლიანი გარდაცვალებების სტატისტიკაში, ხოლო ბოლო არის გვიანი მიმართვა ექიმისადმი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები