დავით სერგეენკო – ჩემი მოლოდინი ოპტიმისტურია

დავით სერგეენკო – ჩემი მოლოდინი ოპტიმისტურია

აქამდე ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობდა, ახლა იქნება კონკრეტიკა. ჩემი მოლოდინი ოპტიმისტურია, ეს ყველაფერი შედეგად გამოიღებს იმას, რომ ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოვა და პოლიტიკურ აქტივობას აქ გააგრძელებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება სერიოზული და ეფექტიანი ტესტი იმისთვის, ვინ აყენებს პირველ ადგილზე პარტიულ ინტერესებს და ვინ – სახელმწიფოსას.

დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები