დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა

დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სწორად მოიუქცა, რომ დაპირისპირების სურვილით სეპყრობილი ადამიანები, სხდომათა დარბაზში არ შეუშვა.

ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“პარლამენტის ზოგიერთი ოპოზიციონერი წევრისა და მათი მხრდამჭერების მხრიდან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, შეინიშნება აგრესია და ძალის გადამეტება, რაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციული წარმოებისთვის სხდომების ჩატარების ხელის შეშლაში გამოიხატება. სწორედ ამიტომაც არის ასეთი გადაწყვეტილებები ბოლო პერიოდში მიღებული, მათ შორის ჩვენი მხრიდანაც, როდესაც თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ვფიქრობ, დღეს საკრებულოს თავმჯდომარეც სწორად და მართებულად მოიქცა, როცა არ შეუშვა საკრებულოს დარბაზში ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღეა აანონსებდნენ იმას, რომ ისინი აუცილებლად ხელს შეუშლიდნენ საკრებულოს საქმიანობას. კანონი პირველ როგში მათ არ აძლევს ამის უფლებას და საშუალებას, რომ რაც უნდათ ის ილაპარაკონ. სიტყვას და გამოხატვას აქვს თვისი საზღვრები, როცა გაქვს პრეტენზია, რომ ხარ დეპუტატი და ხალხის რჩეული და შედიხარ ადმინისტრაციული დაწესებულების შენობაში, ესწრები სხდომას, უნდა მოიქცე ღირსეულად. იქ შეგიძლია კამათი, მაგრამ ყვეელაფერს აქვს საზღვარი. ისინი საზღვარს უკვე დიდი ხანია გასცდნენ”, – განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს შენობასთან დღეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებული აქცია გაიმართა. აქციის დროს ოპოზიციური პარტიის წევრი კოტე იოსელიანი დააკავეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები