დავით ნარმანია არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა სემეკის წევრად არჩევის შემდეგ ის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გახდეს.

“აქამდეც არაერთი ჭორი გავრცელებულა. მოდით, მივყვეთ პროცედურებს, როგორც დადგენილია”, – განაცხადა ნარმანიამ. კითხვაზე არ გამორიცხავს თუ არა, რომ შესაძლოა თავჯდომარე გახდეს, თბილისის ყოფილი მერი პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

ნარმანიას სემეკის წევრად არჩევის საკითხზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს.

“ჩვენი წინადადებები და მოსაზრებები გავიდა დარგობრივი ეკონომოკის კომიტეტზე. შესაბამისად, პარლამენტის დეპუტატებისთვის ჩემი ამოცანები ცნობილია,შესაბამისად ველოდები მხარდაჭერას”, – აღნიშნავს თბილისის ყოფილი მერი.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკ-ის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს დავით ნარმანიას და გოჩა შონიას მხარი დაუჭირეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა 14 დეკემბერს წარადგინა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები