დავით მათიკაშვილი: უმრავლესობა არ დაშლილა

დავით მათიკაშვილი: უმრავლესობა არ დაშლილა

„უმრავლესობა არ დაშლილა“, – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი გუნდიდან ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების წასვლის ფაქტს.
მისივე განცხადებით, ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალნი არიან.
„ყველამ მიიღო გადაწყვეტილება, თავისუფალნი არიან გადაწყვეტილების მიღებაში, ისინი დეპუტატები არიან საქართველოს პარლამენტის, უმრავლესობა ამით არ დაშლილა. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის ამ ეტაპზე ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მიზნად აქვს დასახული. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია არის მიღებული, შესაბამისად, თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობის კუთხით, რაიმე სახის პრობლემა შეიქმნება, ეს არ ქმნის მთლიან პრობლემას უმრავლესობისთვის. ხოლო ცალკეული დეპუტატების გადაწყვეტილება, ეს ცხადია, მათი გადაწყვეტილებაა, მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, მათი პოლიტიკური მომავალია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ როსტომ მეფის სასახლეში კონსულტაციები დღეიდან განახლდება. პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დეპუტატებს პირისპირ შეხვდება.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ ” საკონსტიტუციო უმრავლესობა გასულ კვირას დაკარგა, როდესაც გუნდი ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს. დღეს კი გუნდიდან გედევან ფოფხაძეც წავიდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები