დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილის არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა

დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილის არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილის არჩევა რეგლამენტის სრული დარღვევით მოხდა.
დეპუტატის თქმით, ვინ შეასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოვალეობას დროებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, პირველი მოადგილის საკითხიც გადაიხედება.
„გუნდის შიგნით გადასაწყვეტი საკითხი ასე გადაწყდა. დროებით ვინ შეასრულებს მოვალეობას პირველი მოადგილისას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. კომიტეტს ეკა ბესელია ტოვებს და ეს იმის ფუნქციაა, ვინც განახორციელებს ამ მნიშვნელოვან საპასუხისმგებლო საქმეს. თებერვალში ეყოლება კომიტეტს ახალი თავმჯდომარე. მოხდება პირველი მოადგილის საკიხთის განხილვა და გადაწყვეტა. ამაში განსაკუთრბულს ნუ დავინახავთ. ეს არის უმრავლესობის შიგნით გასარკვევი საკითხი“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე დღეს აირჩიეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები