დავით მათიკაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ბევრი რამ კეთდება.

დავით მათიკაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ბევრი რამ კეთდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ბევრი რამ კეთდება.
იგი Amnesty International-ის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ვალია ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვა უზრუნველყოს და მეორე მხრივ, სტრატეგიულ პარტნიორებთან გააზრებული პოლიტიკა აწარმოოს.
„ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ბევრი რამ კეთდება, თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის დაცვის დეპარტამენტის შეიქმნა, რომელიც პრიორიტეტულად ამ კუთხით იმუშავებს. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის დაანონსებაც მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საერთშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგომარეობაა განხილული. ანგარიშში საქართველოზეცაა საუბარი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები